რუსეთმა ბერძნული ნავთობტანკერი დააკავა

19 მაისი 2025, 13:05 127 ნახვა

რუსეთმა ბერძნული  ნავთობტანკერი დააკავა ესტონეთის ბალტიის ზღვის პორტიდან გასვლის შემდეგ,- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ინციდენტის შესახებ ნატოს მოკავშირეებს აცნობა. გემმა პორტიდან გასვლისას  წინასწარ შეთანხმებული ნავიგაციის არხი გამოიყენა, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებს კვეთს - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გემმა რუსეთის წყლებში მანევრები განახორციელა არაღრმა წყლის თავიდან ასაცილებლად და რომ რუსებმა ის დააკავეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ჯარიმის დასაკისრებლად.

ესტონეთის ტრანსპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, სილამაედან რუსეთის ტერიტორიული წყლების გავლით ნავიგაციის არხი ესტონეთს, ფინეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი