ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა

16 მაისი 2025, 16:40 524 ნახვა

ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა - აღნიშნულის შესახებ თავად სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა.

2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს გოგიტიძე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი