17 მაისს უქმე დღესთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიცია და მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებენ

16 მაისი 2025, 13:11 228 ნახვა

17 მაისს გამოცხადებულ უქმე დღესთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადებას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 17 მაისს გამოცხადებულ უქმე დღეს, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უქმე დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს არც  მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები იმუშავებენ. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი