საგრანტო კონკურსი 

16 მაისი 2025, 10:04 114 ნახვა

ხულოს მერიის ქვეპროგრამის „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. მონაწილეობისათვის აუცილებელია ბენეფიციარმა განცხადების ფორმა და დოკუმენტაცია ელექტრონულად ატვირთოს შესაბამის ვებ გვერდზე ან მერიას მიმართოს.

საგრანტო თანხის მოცულობა 1 000 ლარიდან 7 000 ლარამდეა ერთ ბენეფიციარზე.  საგრანტო კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭებათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს და მრავალშვილიან დედებს. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის წყალი ჯორჯიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის ბიუჯეტი 55 000 ლარია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი