საგამოძიებო კომისიის სხდომა

15 მაისი 2025, 14:09 219 ნახვა

პარლამენტში დროებითი  საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  დღესვე თირქიების ოჯახისთვის  მიწების  იძულებით დათმობის  საკითხს განიხილავენ. როგორც გურამ თირქიამ განაცხადა, წინა  ხელისუფლების დროს  მის  დისშვილს  5 მილიონი დოლარი მოსთხოვეს უარის მიღების შემდეგ კი მათ ოჯახზე ზეწოლები დაიწყო. 

კონკრეტულად კი თაღლითობაში დაადანაშაულეს და  მათ საკუთრებაში არსებული, კანონიერი გზით შეძენილი მიწების დათმობა მოსთხოვეს,  წინაღმდეგ შემთხვევაში  ათწლიანი  პატიმრობით  დაემუქრნენ. 

როგორც გურამ თირქიამ განაცხადა წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლოს  მათ მიწის დათმობა მაინც მოუხდათ, ამასთან 5  წლიანი პირობითი  სასჯელიც განუსაზღვრეს. დღესვე მოუსმინეს თამაზ წუალიას, რომელიც სავაჭრო ცენტრ ენგურის წილის მფლობელი იყო. ის ამ დრომდე  სთხოვს პროკურატურას საქმის გამოძიებას. აცხადებს, რომ წილებს წინა ხელისუფლების დროს თაღლითურად დაეუფლნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში