„აისეკი“ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულები

07 მაისი 2017, 00:00 4177 ნახვა

საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია ''აისეკი''  წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ სტუდენტს – კახა გურგენიძეს, სოფიკო მალაყმაძესა და ია ბაკურიძეს უცხოეთში,  მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობას დაუფინანსებს.

სტუდენტების შესარჩევად,  გასაუბრება  ბათუმის საზღვაო აკადემიაშიც ჩატარდა. ამ უმაღლესი სასწავლებლიდან 10 საუკეთესო სტუდენტი შეარჩიეს. ისინი ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში  გაემგზავრებიან, ხარჯებს სასაწავლებლის თვითმმართველობა აანაზღაურებს.

აისეკი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი  საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 126-ზე მეტ ქვეყანაში. ''აისეკი'' ბათუმში 2013 წელს დაარსდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი