ბათუმის ბულვარში რამდენიმე სავაჭრო ჯიხური აიღეს

14 მაისი 2025, 11:05 696 ნახვა

ბათუმის ბულვარში რამდენიმე სავაჭრო ჯიხური აიღეს. მათ შორის მეწარმე ნოდარ ცინცაძის ჯიხურებია, რომელიც მაუწყებელთან აცხადებს, რომ  ჯიხურების აღების შესახებ არავის გაუფრთხილებია და აღების პროცესში მისი კუთვნილი ინვენტარი დაზიანდა.

ბულვარის ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ერთობა 2014“-ს 16 ჯიხური აქვს განთავსებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნოდარ ცინცაძეს ჰქონდა დაქირავებული.  ორგანიზაცია ნებართვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაგან ყოველწლიურად იღებდა.

როგორც მეწარმე განმარტავს,  ნებართვის მიღებას წელსაც ელოდებოდა. რატომ მოხდა ჯიხურების დემონტაჟი გაფრთხილების გარეშე ნოდარ ცინცაძემ პასუხი ვერ მიიღო.

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, თუმცა დამატებითი განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი