მექსიკის ვერაკრუსის შტატში მმართველი პარტიის, მორენას მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო აქციის დასრულების შემდეგ მხარდამჭერებთან გასაუბრებისას პირდაპირ ეთერში მოკლეს. ესენია ლარა გუტიერესს ცეცხლი მოძრავი მოტოციკლეტებიდან გაუხსნეს.
ვერაკრუსის პროკურატურის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ლარა გუტიერესი ღონისძიებას თავის ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ტრანსლაცია თავდასხმის დაწყებისთანავე შეწყდა.
პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ თავდასხმის მოტივი უცნობია. ბოლო წლებში მექსიკაში საარჩევნო პერიოდი ძალადობისა და სისხლისღვრის ფონზე მიმდინარეობს.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კრიმინალურმა დაჯგუფებებმა არჩევნებში მონაწილე 39 კანდიდატი მოკლეს.