ასტანის გრანდ სლემი ქართველმა ჯუდოკებმა ორი ბრინჯაოთი დაასრულეს

12 მაისი 2025, 08:18 89 ნახვა

ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა იასპარეზა, რომელთაგან საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ირაკლი დემეტრაშვილმა კი ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში ინანეიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევი დაამარცხა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ასტანაში გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა – ინანეიშვილის გარდა, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ზაურ დვალაშვილმა მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ 14 მაისს ესპანეთში ევროპის ღია პირველობა გაიმართება, სადაც პარიზის ოლიმპიადის შემდეგ პირველად გავა ტატამზე ორგზის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი