„ბათუმობა 2025“ გალა კონცერტით დასრულდა. მასში ბათუმელი ინდივიდუალური შემსრულებლები და სამუსიკო ჯგუფები მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარში საპატიო ბათუმელების დაჯილდოვების ცერემონიაც გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა მეწარმეებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ორივე დღე დატვირთული იყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით.
ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეეძლოთ ღვინისა და თევზის დეგუსტაცია.
ბათუმობისთვის ბიუჯეტიდან 370 ათას ლარამდე დაიხარჯა.