საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო.
გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ რუსული ავიაკომპანიის მიერ 1-ელ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო.
ასევე რუსეთის ფედერაცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელ მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.