თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს.
მათივე ცნობით, ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ.