ქართველი ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს

05 მაისი 2017, 00:00 5347 ნახვა

8 დღიანი ძებნის შემდეგ 36 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის სავარაუდოდ მოკლულია. ბერძნული მედიის Thestival-ის ინფორმაციით, სალონიკში მოკლული ქალის ცხედარი ქალაქის გარეუბანში იპოვეს.

ბერძენი სამართალდამცავები ამბობენ, რომ ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს. მკვლელობაში ბრალდებულია 38 წლის ბერძენი ექიმი, რომელიც ათენში დააკავეს.

ეჭვიმტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საბერძნეთში საქართველოს საკონსულოც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულოს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ბერძენ სამართალდამცავებთან.  

დიანა ჩამჩიდი საბერძნეთში, სალონიკში მეუღლესთან და სამ შვილთან ცხოვრობდა, მისი მშობლები კი ქობულეთელში არიან. გარდაცვალების მიზეზებზე ოჯახი ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლთან გარდაცვლილის მამიდა ამბობს, რომ ქალი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების მისაღებად წავიდა.

36 წლის ქალის გაუჩინარების შესახებ მეუღლემ 27 აპრილს განაცხადა. მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ბერძენი პოლიციელები ეძებდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი