„ბარსელონა“ 3:3 „ინტერი“ 

01 მაისი 2025, 09:55 107 ნახვა

ბარსელონაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ - 3:3 დასრულდა. ფინალისტის ვინაობა კი ერთი კვირის შემდეგ მილანში, „სან-სიროზე“ გაირკვევა. ანგარიში მარკუს ტურამმა გახსნა 30-ე წამზე. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ნახევარფინალურ ეტაპზე. 21-ე წუთზე დუმფრიზმა გაიტანა მაკრატელათი და „ინტერი“ 2:0 დაწინაურდა. 

„ბარსელონამ“ ძალიან მალე გაიტანა პირველი საპასუხო გოლი. გოლის ავტორი ლამინ იამალი იყო. იამალი მე-100 ოფიციალურ მატჩს ატარებდა „ბარსელონაში“. 38-ე წუთზე ფერან ტორესმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში გუნდებმა სამწუთიან ინტერვალში გოლები გაცვალეს. გოლები „ინტერიდან“ დუმრიზმა  და „ბარსელონადან“ რაფინიამ  გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ევროპა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. ბილბაოს „ატლეტიკი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, „ბოდო-გლიმტი“ კი „ტოტენჰემს“ ესტუმრება.

რაც შეეხება კონფერენსლიგას, - დღეს აქაც ორი ნახევარფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ბეტისი“-„ფიორენტინას“ და „დიურგორდენი“-„ჩელსის“ დაუპირისპირდებიან.

ოთხივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში