ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დაწესებულებები ვალდებული იქნებიან დაასახელონ უცხოური დაფინანსების წყაროები.
გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ჯიმ რიში - "ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?" - განაცხადა სენატორმა. შტატებში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
„ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ საქართველო და ამერიკის ინსტიტუტების შედარება არარელევანტურია.