იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

25 აპრილი 2025, 15:42 87 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრი, ლევან იოსელიანს, სახალხო დამცველის აპარატსა და   სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და მათ პოზიტიურ გავლენას მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე.

იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი