უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება

25 აპრილი 2025, 14:50 108 ნახვა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. ცვლილებები 18 კანონს შეეხება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან იქნება გაძევებული და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლის ვადით შეეზღუდება.

ცვლილების მიხედვით, სასჯელი არალეგალური მიგრანტებისთვისაც გამკაცრდება.

ინიციატივას კანონმდებლები საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ.

მმართველი გუნდი ცვლილებებს დადებითად აფასებს, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს არის რეჟიმის დასაცავი კანონპროექტი, რადგან ნოემბრის აქციების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად არიან აქციის მონაწილეები.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი