ხარკოვი დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს

24 აპრილი 2025, 14:01 55 ნახვა

6 ადამიანი დაშავდა  უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად. 

ქალაქის მერის  თქმით, ქალაქს 14-ჯერ დაესხნენ თავს დრონებით  და 10-ჯერ რაკეტებით. 

12 დრონმა და შვიდმა ფრთოსანმა რაკეტამ  მიაღწია მიზანს.

დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ქალაქის პოლიკლინიკა, სკოლის შენობა, კერძო ეზოები, სამრეწველო საწარმოები და სასტუმრო კომპლექსი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი