მერია სამ კვარტალში განაშენიანების კონცეფციის მომზადებას გეგმავს

04 მაისი 2017, 00:00 3842 ნახვა

ბათუმის ზონალურმა საბჭომ, უკვე მეორედ უთხრა კომპანიას უარი ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობაზე, რომელიც ბათუმში გორგილაძის 22 მდებარეობს. კომპანია შპს „მინი-77“ გორგილაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან მაღალსართულიანი საცხოვრებლების აგებას ცდილობს, თუმცა ტერიტორიზე ძეგლის სტატუსის მქონე შენობებია და მას ზონალური საბჭოს ნებართვა ესაჭიროება. ამ კომპანიის გარდა, ამ ტერიტორიაზე ათეული განაცხადი შედის ახალი მშენებლობების მოთხოვნით, ამიტომ ბათუმის მერია, ქალაქის სამ კვარტალში განაშენიანების კონცეფციის მომზადებას გეგმავს. ინიციატივა განხილვის ეტაპზეა. 

კონცეფციის დამტკიცების შემდეგ ინვესტორები ვალდებულები იქნებიან სამშენებლო პროექტების განხორციელებისას განაშენიანების ახალი გეგმით იხელმძღვანელონ. 

საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბათუმის” წარმომადგენელი ზვიად ელიზიანი, რომელიც სხდომას ესწრებოდა ამბობს, რომ ინვესტორები ქალაქის ცენტრალური უბნებით, მათ შორის ძველი ბათუმის ტერიტორიით ინტერესდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებებში მოსახლეობის ჩართულობა. "მთლიანობაში გადაწყვეტილებები ადეკვატური იყო რეგულაციების, მშენებლებს უარი ეთქვათ შეუსაბამო შენობებზე.  ასევე, ძველი ბათუმის ცენტრალურ უბნებში მშენებლობის მსურველებს გაეცათ რეკომენდაცია, კონცეფციის შემუშავებას და ახალ რეგულაციებს დაელოდონ". 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი