თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ საიას იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ განაცხადა.
როგორც იურისტმა განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქათამაძისთვის საემიგრაციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო და მისი დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.