სულხან თამაზაშვილმა მუნიციპალიტეტებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა

10 აპრილი 2025, 17:54 2581 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის მაღალმთიანეთში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, თამაზაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს პირადად გააცნო თავისი ხედვა მაღალმთიანი აჭარის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების შესახებ.
მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ტურიზმის პოტენციალის გამოყენებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
მთავრობის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში