აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს მართავს რუსეთთან და უკრაინასთან. რაც შეეხება ტარიფების დაწესებას, ტრამპმა განმარტა, რომ აშშ-ს რუსეთისთვის არ დაუწესებია ტარიფები, რადგან ის ომშია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ სწრაფად დაასრულებს ომს, პარალელურად ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები მოსკოვთან წლების შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა მხარს კიევს.
რუსეთმა გასულ თვეში უარყო შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ, რომელსაც კიევი დათანხმდა. შემდგომ კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ შეეწყვიტათ ცეცხლი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომლის დარღვევაშიც ერთმანეთს ადანაშაულებენ.
თეთრ სახლში აღიარებენ იმის ალბათობას, რომ ვაშინგტონი ვერ შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფას უახლოეს რამდენიმე თვეში.