დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით ემუქრება

30 მარტი 2025, 20:40 240 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით ემუქრება.

როგორც ტრამპი აცხადებს, ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე უარს თუ იტყვის, იქნება დაბომბვა და მეორადი ტარიფები.

„ისინი თუ არ დადებენ გარიგებას, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ-ისა და ირანის ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში