“შექმენი და დასაქმდი” – პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

29 მარტი 2025, 15:00 351 ნახვა

შექმენი და დასაქმდი“ - ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსამ“ 3-თვიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა ქობულეთში. პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა აჭარის რეგიონში მცხოვრებმა 18-29 წლამდე ასაკის 23-მა ახალგაზრდამ  სასწავლო პროგრამა გაიარა, რომელიც  სამი  მოდულისგან შედგებოდა: კარიერული განვითარება, დასაქმების უნარები, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა. პროექტის ფარგლებში  ჩატარდა მეწარმეობის კვირეული, ახალგაზრდებმა მოინახულეს აჭარაში მოქმედი საწარმოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში