სტამბოლში ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ისევ შეტაკება მოხდა. მასობრივი პროტესტი ქვეყანაში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქულმა სასამართლომ სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა. იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია ქვეყანაში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი პროტესტი.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ევროპელმა ლიდერებმა და ასობით ათასმა მომიტინგემ ემამოღლუს წინააღმდეგ ქმედებები შეაფასეს როგორც პოლიტიზებული და არადემოკრატიული.
სტამბოლის მუნიციპალიტეტის შტაბ-ბინის წინ შეკრებილებს მიმართა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა და მათ პროსახელისუფლებო მედიის, ბრენდებისა და მაღაზიების ბოიკოტისკენ მოუწოდა და იმამოღლუს ყველა ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტამბოლის მერის დაპატიმრების გამო პროტესტი იქცა "ძალადობრივ მოძრაობად" და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პასუხს აგებს დაშავებულ პოლიციელებსა და დაზიანებულ ქონებაზე.