სტამბოლსა და ანკარაში პროტესტები წიწაკის სპრეით და წყლის ჭავლით დაშალეს

24 მარტი 2025, 10:01 181 ნახვა
00:00
00:00

სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს.  პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა  მომიტინგეების  წინააღმდეგ და დააკავა რამდენიმე ადამიანი მას შემდეგ, რაც  ათასობით ადამიანი სტამბოლის მუნიციპალიტეტის წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა.

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება სამართალდამცველთა მცდელობას მოჰყვა, რომლებიც აიძულებდნენ მომიტინგეებს უკან დაეხიათ. შეტაკებები დედაქალაქ ანკარაშიც იყო.  სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დაშლა წყლის ჭავლით სცადა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი