უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება

23 მარტი 2025, 14:38 219 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დღეს იწყება.

პროცესი შეერთებული შტატების შუამავლობით წარიმართება.

შეერთებული შტატების დელეგაცია ჯერ უკრაინის დელეგაციას შეხვდება, შემდეგ, კი მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან გაგრძელდება.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუდის არაბეთში უკრაინული დელეგაცია შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეათანხმებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება, გახდეს რუსეთის სამიზნე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში