ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ჩემპიონია

22 მარტი 2025, 19:10 173 ნახვა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე, არმენ აღაიანი დაამარცხა, ტიტული შეინარჩუნა და თბილისის „გრანდ სლემის" ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

წლევანდელ „გრანდ სლემზე" ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია. ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ნინო ლოლაძემ კი ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს „გრანდ სლემზე" მოპოვებული პირველი მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-66 კგ) გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში