,,კოლოსალური თანხები იხარჯება როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებით „-ეს განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელიც დღეს ,,მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
ნინო ნიჟარაძემ რეგიონის ჯანდაცვის სტატუსის შეფასებით დაიწყო გამოსვლა , ხაზი გაუსვა უწყების ბიუჯეტის 12 წლიან დინამიკას და ისაუბრა მოქალაქეებთან უწყების კომუნიკაციაზეც. მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა მინისტრს დამაზუსტებელი კითხვებიც დაუსვეს და როგორც სამაგალითო საჯარო მოხელემ მადლობაც დაიმსახურა.