გასულ ღამით უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. კიევის ცა აფეთქებებმა გაანათა. ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა დროებით შეწყვიტოს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები, მაგრამ უარი თქვა 30-დღიანი ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე.
უკრაინამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შემცირებულ შეთანხმებას, რომელიც მოითხოვს ორივე ქვეყანამ 30 დღით შეაჩერონ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ პუტინი თავს არიდებს მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას დროის მოგების მიზნით, რადგან რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში წინ მიიწევენ.