ემანუელ მაკრონი - რუსეთი არ ტოვებს ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა

16 მარტი 2025, 11:30 79 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოსკოვს „მკაფიო პასუხისკენ“ მოუწოდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლი აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს, პუტინს კი სურს ყველაფერი მიიღოს და შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკებები. მაკრონის თქმით, მშვიდობისთვის რუსეთმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს და მათზე ზეწოლაც ცხადი უნდა იყოს შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი