ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

13 მარტი 2025, 19:44 95 ნახვა

უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X -ზე წერს.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“. ზელენსკის აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აშშ-თან, ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არის.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში