ბათუმის სანდასუფთავების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს, სახლიდან გატანილ მეორეულ ავეჯს ნაგვის ურნებთან ნუ დატოვებენ. მსგავსი ტიპის ნივთების გატანის მიზნით დარეკონ შპს ,,სანდასუფთავების“ ცხელი ხაზის ნომრებზე, აღნიშნული მომსახურება უფასოა.
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
საოჯახო ავეჯით გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 1 500 ლარის ოდენობით.