მემორიალური საჭადრაკო ტურნირი

10 მარტი 2025, 10:03 76 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშავრიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

ღონისძიებაში 16 ქალბატონი მონაწილეობდა, ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.

ჩემპიონი მარინე აროშიძე გახდა. მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, იამზე ბოლქვაძე და ნესტან მახაჭაძე გავიდნენ. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით.

ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში