2 დღე აშშ-უკრაინის მოლაპარაკებამდე. საუდის არაბეთში ჩანიშნულ შეხვედრაზე, ორი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბებიან. საუდის არაბეთში მიემგზავრება, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირადად არ მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ.
შტატების დელეგაციის შემადგენლობაში კი, სახელმწიფო მდივანი- მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი- სტივ ვიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი იქნებიან.ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შტატებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მზად არის. დონალდ ტრამპი კი, კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დროულად დასხდომისკენ მოუწოდებს.