უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლები მომავალ კვირას საუდის არაბეთში აშშ-ს ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. ზელენსკის თქმით, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და უკრაინა მზად არის 24/7-ზე იმუშაოს მშვიდობისთვის პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
"პირველი პრიორიტეტი ცაში ცეცხლის შეწყვეტის ჩამოყალიბება და სრული კონტროლი შეიძლება იყოს, ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტა ზღვაში, რაც შავ ზღვაში ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ნიშნავს'' - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებს თავდაპირველად გასულ თვეში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ზელენსკიმ ვიზიტი გადადო მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში 18 თებერვალს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა. მასზე კიევი არ იყო მიწვეული.