კურორტ „გოდერძის“ უცხოელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ესპანელი, იტალიელი და ებრაელი ინფლუენსერები კურორტზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებს გაეცნენ და თავადვე გამოსცადეს კურორტზე არსებული სათხილამურო ტრასები.
მათ გამომწერებს ალპურ ზონასა და გოდერძის ტყეებში თავისუფალი სტილით სრიალის კადრები უკვე გაუზიარეს. მათ ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა.
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ.