უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად უმაღლესმა საბჭომ ტარიელ გოგიტიძე აირჩია. მას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა.
სხდომის დაწყებამდე ჩატარდა ბიუროს სხდომა, სადაც დეპუტატებმა განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში კომიტეტებს გადაეგზავნათ. სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები დიდთოვლობის შედეგად მიყენებულ ზარალსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.