აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პუტინზე ფიქრს ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მეტად უნდა იფიქრონ მოძალადე მიგრანტებზე, რათა ისე არ დაასრულონ, როგორც ევროპამ.
„ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს, და მეტი უნდა ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ადამიანებზე ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან,რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ“, – წერს დონალდ ტრამპი.