ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ზაპორიჟიეზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად-წერს რეგიონის გუბერნატორი ტელეგრამ-არხზე. ივან ფედოროვის თქმით, თავდასხმამ საცხოვრებელ კორპუსში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, გაანადგურა სახურავი, კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ცეცხლი 300 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. აფეთქების ტალღამ მეზობელი სახლები დააზიანა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.