დიდთოვლობა გურიაში

27 თებერვალი 2025, 14:05 104 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა აჭარიდან გურიაში გადაინაცვლა და საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება,  სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით. სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს.

გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შევა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი