ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრების ავტობუსები ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ჩავიდნენ. გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრების კიდევ ერთი ჯგუფი ხუთშაბათს დილით პალესტინის ქალაქ რამალაში ჩავიდა.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი მოიცავდა მთლიანობაში 33 ისრაელელი მძევლის გაცვლას დაახლოებით 2 ათას პალესტინელ ტყვესა და დაკავებულზე და ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზაში მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ღაზის სექტორში.
გათავისუფლებულ პალესტინელ ტყვეთა ჯგუფს რამალაში ზეიმით შეხვდნენ. ეს არის ბოლო გაცვლა, რომელსაც მხარეებს შორის დროებითი ზავის ნაწილ იყო. მანამდე ჰამასმა ისრაელს ოთხი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა.