დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ხულოში, სადაც მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბია შექმნილი.
ამ დროისთვისაც გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, ასევე გაიწმინდა ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტამდე მისასვლელი გზა.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება. შეტყობინებების საფუძველზე, მოქალაქეებს გაეწიათ სხვადასხვა სახის დახმარება.