შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი - ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

22 თებერვალი 2025, 21:26 1636 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მკვეთრ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრთხის დონე მაღალია.

„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი, (საფრთხის დონე მაღალი)“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში