ბათუმში რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს

22 თებერვალი 2025, 09:45 726 ნახვა

ბათუმში, შუა მახინჯაურს, ორთაბათუმს, აგარას, მასაორს, ყოროლისთავს, ფერიასა და სამებას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს, - ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოგლეჯილმა ხეებმა ელექტრო ენერგიის გადამცემი ბოძები წააქცია და სადენები დააზიანა.

"ბათუმში ელ.ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს: შუა მახინჯაურს, ორთაბათუმს,აგარას,მასაორს,ყოროლისთავს,ფერიასა და სამებას.

დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა კომპანიის ინფრასტრუქტურა. მოგლეჯილმა ხეებმა ელ.ენერგიის გადამცემი ბოძები წააქცია და სადენები დააზიანა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულდა აღდგენითი სამუშაოები. 

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში (გაწყვეტილ სადენი, წაქცეული ბოძი...) დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995322471707", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში