ქედის მუნიციპალიტეტში თოვლისაგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით , თემის ცენტრებთან მისასვლელი გზები თავისუფალია და გადაადგილება შესაძლებელია.
გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს შიდა საუბნო გზებზე. პროცესში ჩართულია დეპარტამენტის 15 ერთეული და ქედის კომუნალური სერვისის 2 ერთეული ტექნიკა. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 70 სმ აღწევს, ხოლო დაბაში 15-20 სმ- ია.