საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩს დღეს 19:00 საათზე ანდორასთან „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს. 2025 წლის ერთა ლიგის ცე დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორას, კვიპროსს და მალტას დაუპირისპირდება.
C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება, ბე ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში ბე ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.