მაიკ უოლცი - პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი ზელენსკით აშკარად ძალიან იმედგაცრუებულია

21 თებერვალი 2025, 10:35 164 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კიევის ქმედებას მცდარს უწოდებს, როდესაც მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე ტრამპის მიდგომას ეწინააღმდეგება.

მაიკ უოლცის თქმით, ტრამპი ზელენსკით იმედგაცრუებულია, ეს იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდა და არ სურს იმ შესაძლებლობებით სარგებლობა, რომელსაც შეერთებული შტატები სთავაზობს.

უოლცი აღნიშნავს, რომ შტატების პრეზიდენტის იმედგაცრუება მრავალმხრივია და ერთ-ერთი ის რიტორიკაა, რომელიც კიევიდან მოდის. დაამატა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მინერალების მოპოვებაში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების ისტორიული შესაძლებლობა შესთავაზა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში