პარლამენტის წევრები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე

19 თებერვალი 2025, 19:54 201 ნახვა

დეპუტატები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე.
თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პარლამენტარებს გააცნეს წვევამდელთა მხრიდან სამხედრო სამსახურისადმი გამოვლენილი ინტერესის მზარდი დინამიკა.
კანონმდებლებს წარუდგინეს ინტერნეტ-რესურსები, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ ნებაყოფლობით დარეგისტრირება, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიიღება, ასევე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებისა და ვადების არჩევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში