ტორონტოს აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი ამოტრიალდა

18 თებერვალი 2025, 10:10 292 ნახვა

ტორონტოს აეროპორტში  ავიაკომპანია დელტა ეარლაინის თვითმფრინავი ძლიერი ქარბუქის პირობებში  დაშვებისას ამოტრიალდა.

ინციდენტის შედეგად  ბორტზე მყოფი 80 ადამიანიდან 18 დაშავდა. სამმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის ბავშვია. ბორტზე 76 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდნენ.

კანადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გამოიძიებენ ავარიის ზუსტ მიზეზს, რომელიც ჯერ უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში